Post

უფასო ჩახუტება ყველას

In Uncategorized on September 3, 2010 by starvampire

გაზეთი “ქართული სიტყვა”

This slideshow requires JavaScript.

უფასო ჩახუტების დღე თბილისში 23 აგვისტოს, რუსთაველის მოედანზე აღნიშნეს. სადღესასწაულო მსვლელობა ვერის პარკიდან, პარლამენტის შენობამდე გაგრძელდა. პლაკატებით (წარწერით „უფასო ჩახუტება“)  შეიარაღბული ოცდაათამდე ახალგაზრდა ეხუტებოდა ყოველ გამვლელს, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო და მოზარდებს მოსახლეობის მიმართ მხოლოდ სითბოს გამოხატვა სურდათ, ჩახუტების მსურველი არცთუ ისე ბევრი აღმოჩნდა.  გამვლელებიდან ყველაზე დიდი აქტიურობით ტურისტები გამოირჩეოდნენ, თუმცა წინა წლებთან შედარებით წელს თბილისელები ნაკლები აგრესიულობით (თუმცა რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა) და ცინიზმით შემოიფარგლნენ. ბევრს უხაროდა უცხოსთან ჩახუტება და სურათსაც იღებდა, ზოგი იბნეოდა, რამდენიმეს სრცხვენოდა და ღიმილიანი იგნორით ანიშნებდა-მხარს გიჭერთო.

დავით შუბლაძემ თბილისური ჩახუტების დღის შესახებ სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით შეიტყო. სურდა ჩახუტებოდა უცნობებსა თუ ნაცნობებს საჯაროდ და ამით მეტი სიხალისე შემოეტანა საზოგადოებაში. როგორც ამბობს ადამიანები არც თუ ისე დიდი სიხარულით ხვდებოდნენ და ბევრი მათგანი არც ეხუტებოდა.

განსაკუთრებით ახალგაზრდები აქიურობდნენ, ასაკში შესული ადამიანების უმრავლესობა კი ან ვერ ხვდებოდა ან აიგნორებდა. ამბობს, რომ იდეა მოსწონს, თუმცა ორგანიზებაში რაღაცებს შეცვლიდა: „კარგი იქნებოდა დროშები ყოფილიყო და სხვანაირი პლაკატები“.

Free hugs day, რომელიც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც უფასო ჩახუტების, ან თავისუფალი ჩახუტების დღე- პირველად სიდნეიში (ავსტრალია) გაიმართა 2004 წლის 30 ივნისს. აქცია მოაწყვეს სუბკულტურის წარმომადგენებმა, რომელთაც “Juan Mann”-ს ეძახდნენ. აღნიშნული საზოგადოება გამოირჩეოდა ხშირი სტრესითა და დეპრესიით, ხოლო ფაქტი, რომ გამოდიოდნენ და სრულიად უცხო ადამიანებისგან იღებდნენ სითბოს-მათთვის დიდი შვება იყო.

თავდაპირველად გამოსვლას პრობლემები მოჰყვა, პოლიცია “Juan Mann”-ს მსგავსი აქციის ჩატარების  უფლებას არ აძლევდა, ამიტომ “Mann”-ის წევრებმა პეტიციების გამოყენებით შეძლეს ავტორიტეტების დარწმუნება, რომ თავისუფალ ჩახუტებაში ცუდი არაფერი იყო.

2006 წლიდან პოპულარული გახდა სხვა და სხვა ქვეყნებში გამართული აქციების ვიდეო ვერსიის (სასიამოვნო მელოდიის თანხლებით) ატვირთვა Youtube-ზე. მსგავსი კლიპების ათობით ათასი მაყურებელი დაფიქსირდა ბოლო რამდენიმე წლის განავლობაში.

ჩახუტების დღეს, როგორც წესით ივლისში აღნიშნავენ, თუმცა როგორც ამ აქციის ორგანიზატორი კნუტ ლავგუდი ამბობს „ყოველი დღე ჩახუტებისაა“. ფაქტი ფაქტად რჩება, ბოლო რამდენიმე წლის გამავლობაში, ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი შეკრება იყო, ხალხი კი უფრო მომზადებული, ვინაიდან წინა წლებში ადგილი ჰქონდა ისეთ უხეშობებს, როგორიცაა სიტყვიერი შეურაცხყოფა ან „შეფურთხება“.

Advertisement

6 Responses to “უფასო ჩახუტება ყველას”

  1. ეს ის სტატიაა . კარგი პოსტია მომწონს ;)

  2. ფრიად საინტერესო ხელწერა გაქვს ….:)

  3. thnx guys :* :) )

  4. ^_^ ჩვენი Hug day
    ცუდია, რომ არ იყავი გიორგი :) პირველ პირში აღწერდი ^_^

    როგორც კნუტი იტყოდა, “ყოველი დღე ჩახუტებისაა” :დ:დ

  5. eeee free hugs day gamomatvebineeet mee sami glavni free hugers/???? ara io ra martla unda migatovo girsi xar :P

  6. g gamomrcha gio cudi girl friendi xar shen vsio : |

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.