
ახალგაზრდა ჯადოქრის, ჰარი პოტერის თავგადასავალი ბოლო ათწლეულის განმავლობაში საოცრად პოპულარული გახდა. ჯოან როულინგმ, თავის “ნაიარევდამჩნეულ” გამორჩეულ პერსონაჟზე შვიდი მოზრდილტანიანი წიგნი დაწერა. ყოველწლიურად ფანებისთვის გამოდის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები ჰარის გამოსახულებით, ასევე მოთხოვნადი გახდა წიგნის მიხედვით გადაღბული ფილმებიც. წელს, 19 ნოემბერს უკანასკნელი პოტერის ფილმის პირველი ნაწილი გამოვა, რომლის ოფიციალური ტრეილერიც სულ რამდენიმე დღეა გამოჩნდა:
ბოლო ფილმს “სიკვდილის საჩუქრები” ჰქვია და სიუჟეტით განსხვავდება დანარჩნის ექვსი ნაწილისგან. ამბის თითქმის მთელი ნაწილი ამჯერად “ჰოგვორტსში” არ ხდება. ჰარი, რონი და ჰერმიონი ეძებენ ჰორკრუქსებს (საგნებს, რომლებშიც ვოლდემორის სულის ნაწილებია ჩადებული) ინგლისის მთელს ჯადოსნურ სამყაროში. ბოლო ფილმი ბევრად სერიოზული და “სისხლიანი” იქნება. აქვე გაიგებთ მისტიკურ ამბავს “სიკვდილის საჩუქრების” შესახებ.
მეექვსე ნაწილის რამდენიმე სცენა ზედმეტად ინერპრეტირებული იყო, ზოგი კი საერთოდ არ გახლდათ წიგნში ნახსენები-ამ ფაქტმა კი ფანების უკმაყოფილება გამოიწვია. ყველას აინტერესებს რამდენად ახლოს იქნება წიგნთან უკანასკენლი პოტერის ფილმი. როგორც ოფიციალური ტრეილერი იტყობინება, ფილმი სამ განზომილებაში გამოვა. გთააზობთ ბოლო პოტერის სრულ ტრეილერს:





ტრეილერი რამდენიმე დღის წინ კი არა, წუხელ გამოვიდა… პ.ს. ნაჩქარევად დაწერილ პოსტს გადაკითხვაც უნდა…
უკვე წარმომიდგენია, რას გადმოსცემენ 19 ნოემბერს: ჭყლეტა, წივილ-კივილი… ველი მეც, ოღონდ კინოთეატრში 2 კვირა არ მივალ
)
მერე კი, ნელ-ნელა, ყველა წიგნს წავიკითხავ. ეჰ, კაია ოცნება
მე მეშვიდე ნაწილის წაკითხვას ახლიდან ვაპირებ <3
გამჟრიალა :შ :შ
ხოდა, იმედია საქართველოში ჩამოიტანენ :შ
axali treileri kai chans, imedia filmic asetive ikneba
sainteresoa…netav rogori iqneba mtlianobashi pilmi?
p.s. ramxelebi gazrdilan es “bavshvebi”…pirvel seriashi ra patarebi arian
ვაიმე რა კარგი იყო. დამბურძგლა :შ
ჰელენა ბონემ კარტერი? სწორად დავინახე?
ესეიგი ვუყურებ მაგას