ჩვენს სკოლას წმ. სებასტიანის სახელობის გამოუსწორებელ ნაძირალათა სასწავლებელი ერქვა. სინამდვილეში ერთი ჩვეულიბრევი გარეუბნის სკოლა იყო, სადაც ისინი სწავლობდნენ ვისაც საშუალება არ ჰქონდა კერძო სემინარიებში მაღალი გადასახადი ეხადა. უბანში ძირითადად შავკანიანი მოსახლეობა ცხოვრობდა. ჩვენი ერთნაირი, ბეტონით ნაგები სახლები ქალაქის დასავლეთ ხიდის ქვეშ იყო ჩამწკრივებული. ოციოდე კვადრატულ შიდაეზოებს მავთულით ნაწნავი ღობეები და მუდმივად გამოფენილი სარეცხი ფარავდა. მამაჩემი, ჩვენი გარეუბნის თეთრკანიანი სტომატოლოგი იყო. ათი საათის შემდეგ მე და ჩემს დას ქუჩაში გასვლას გვიკრძალავდა და არც მიკვირდა, რამდენჯერ თავადაც გამიგონია გარეთ ამტყდარი წყევლა-გინება, რომელსაც ხშირად სროლის ხმაც კი მოყოლია. დედაჩმი შავკანიანია, ახლა მგონი ფენიქსში გადავიდა საცხოვრებლად-ახალგაზრდობაში კი სულ მზეზე ოცნებობდა, სითბო და სინათლე ნამდვილად აკლდა ჩვენს მოასფალტებულ ქუჩებს.
ყველაფრის მიუხედავად, სკოლა ჩემი საყვარელი ადგილი იყო. აქ თავს დაცულად ვგრძნობდი, დერეფნებში ჩემს ძმაბიჭებთან ერთად დავდიოდი და ფანჯარასთან ჩაფიქრებულ გოგონებს უკნიდან, ჩუმდა ვუტკაცუნებდი ლიფის რეზინებს. შეშინებული, თუმცა მაინც ნასიმოვნები გოგოები კლასისკენ გარბოდნენ, მე, ბლექი, ელ ჯეი, ბიგ ბი და ქუინზი კი ხორხოცით ვაძლევდით ხუთიანებს ერთმანეთს და ასე, მარჯვენა ხელის გულის ტყაპუნით მივემართებოდით ახალი მსხვერპლის საძებნელად.
ბლექი და ელჯეი ძმები იყვნენ, თეთრტრაკა ძმები. დედა ბოზი ჰყავდათ, მამა ცხოვრებაში არ ენახათ. ბიგ ბი, იგივე რონალდ ბიგენსი, ზორბა და დაკუნთული ვინმე იყო. მუქი კანი და საოცრად შავი თვალები ჰქონდა, სწორად ამიტომ დავარქვით ბიგ ბი, თუმცა დანარჩენები პირთუკან ყროლასაც ეძახდნენ, ბიგ ბი მაგარი ოფლიანი ტიპი იყო. ქუინზიც ნიგერი იყო, სამი წლის ასაკში მამამისს ყუმბარა შეუგდეს სახლში და ცოცხალი მხოლოდ უმცროსი ქუინზი გადარჩა, მაგრამ დახეიბრდა. ქუინზის ბიძა ზრდიდა, მისტერ დი. ყველას მოეხსენებოდა, რომ მისტერ დი მაგარი ნაბიჭვარი ვინმე გახლდათ, ჩვენს უბანში ოთხი ლომბარდი ჰქონდა. ერთხელ ვნახე, გასაიებული ტიპი იყო, ას კილომდეც კი იქნებოდა, კისერზე იმსისქე ოქროს ჯაჭვი ეკეთა-ნაგაზს რომ თავისუფლად გაასეირნებდი და აარ შეგეშინდებოდა გაწყდებაო.
მე კიდევ ერთი ჩვეულებრივი ტიპი ვიყავი, ჩემი განსხვავებულობა მხოლოდ გარეგნობაში იყო. სკოლის ერთერთი ყველაზე სიმპატიური ბიჭი, რომელსაც ორი სიტყვის ამოკითხვაც კი უჭირდა მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოდან.
“დაბრძანდით მისტერ გრეი” მითხრა ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელმა, მის ქოულმა “გაკვეთილი იწყება”
“დიახ მის ქოულ” ვუპასუხე, თუმცა მაინც ფანჯარასთან ვიდექი და მოღრუბლულ ცას გავცქეროდი.
“რას ნიშნავს “დიახ მის ქოულ”, დაბრძანდით-მეთქი. ვხედავ წიგნი დღესაც არ მოგიტანიათ. ვიცი, გგონიათ, რომ სწავლა არაფერში გამოგადგებათ, მაგრამ მწარედ ცდებით” მკაცრი გამომეტყველება არ შეუცვლია ისე მითხრა.
“გრეის სწავლა რად უნდა მის ქოულ, შეხედეთ მის ლამაზ სახეს-მას უარს ვინ ეტყვის…” ახორხოცდა ბიგ ბი.
“მოკეტე” მივაძახე ისევ ფანჯარასთან მდგარმა.
“მისტერ გრეი, ჩემთვის სულ ერთია-თუნმდაც მართლა “დორიან გრეი”-ს სახე გქონდეთ, სკოლის განაწესს ყველა ერთნაირად უნდა დაემორჩილოს, ასე, რომ დაბრძნდით ახლავე” უკვე სიბრაზე შეეპარა მის ქოულს.
მე ზანტად დავიძარი ჩემი აგილისაკენ და ვერაფრით გამეხსენებინა სად მქონდა მოსმენილი ეს სახელი-დორიან გრეი.
ბიგ ბიმ და თეთრტრაკა ძმებმა მხიარულად ჩაიქირქილეს.
მის ქოულმა წიგნი გადაშალა და ისისიყო კითხვა უნდა დაეწყო, რომ კლასში იოზეფ მერკური შემოვიდა.
“ბოდიშს ვითხოვ დაგვიანებისთვის მის ქოულ, დედამ მთხოვა დავხმარებოდი..” თქვა მერკურიმ.
“ვა, ამას შეხედეთ, ქალბატონი მერკური მობრძანდა” დაიძახა ბიგ ბიმ და ქუინზიც მაშინვე ცხენივიტ აჭიხვინდა .
“კიდევ ერთ სიტყვას იტყვით ბიგენს და დირექტორის კაბინეტში გიხილავთ გაკვეთილების შემდეგ” თქვა მის ქოულმა.
“ბუუუ” გააპროტესტა კლასმა. მერკურის ვერავინ იტანდა.
“სიჩუმე” დაიძახა მსწავლებელმა და იმ წამსვე სიწყნარე გამეფდა”მისტერ მერკური დაიკავეთ თქვენი ადგილი”
დარცხვენილი იოზეფი ნაზი მიმოხვრით გაუყვა კედელს და ფანჯარასთან დაჯდა.
ჩვენ ხშირად ვცემდით იოზეფ რაფაელ მერკურის. გამეტებით ვურტყამდით ხოლმე მუცელსა და წვივებში, ხშირად ვაფურთხებდით, ერთხელ თავიც კი გადავპარსეთ. მის მერხზე ხშირად ნახავდით ფლომასტრით წაწერილ “პედერასტი” ან “მწოველი” ეპითეტებს. იოზეფი ფიზკულტურაზე არასოდეს ჩამოდიოდა, ყოველთვის ერჩივნა სახლში ისე გაპარულიყო, რომ არავის შეემჩნია. ყველას სიამოვნებდა მისი ცემა და დერეფანშიც არ ინანებდნენ მუჯლუგუნებსა და პანჩურებს.
მეექვსე კლასის ბოლოს, ყოველ დილით, მერკურის, ეზოში მდგარ ნაგვის ყუთში ვტენიდით, შემდეკ ვაიძულებდით მთელი დღის განმავლობაში ზურგზე მიკრული ფურცლით ევლო რომელსაც “ჩამცხე ნუ გენანება” ეწერა. მერკური მეც ნაცემი მყავდა, მახსოვს ერთხელ დიდი დასვენების დროს მერკურის ტვალეტში გადავეყარეთ.
“ამ ნაბიჭვარს შეხედეთ, მგონი მისამართი აერია” იღრიალა ქუინზიმ და ძირს დაანარცხა.
“გოგების ტვალეტი იქითაა ქალბატონო, ნუთუ ნიშანს ვერ ცნობთ?!” ააყენა ბლექიმ, შემდეგ კი ისევ ხელი ჰკრა.
“აქ ჩაკუზულები არ ფსავენ შე მწოველო. ხედავ გრეი? ამ გოგონას მგონი შენ მოეწონე, ამ სკოლის ყველა გოგოს შენ მოსწონხარ” თქვა ბიგ ბიმ და მერკური მე მომაგდო, მე კი ინსტინქტურად ვკარი ხელი იოზეფს და ბიგ ბის მივაძხე მოკეტე-მეთქი.
“რა იყო გრეი, შენც მოგეწონა? შეყვარებული იშევო ბიჭო?” ხორხოცებდნენ ბიჭები.
“მიდი დაარტყი ამ ნაბოზარს. მიდი ხო, გვიჩვენე, რომ შენც გძულს. ცემე, მიდი ცემე”
მე მერკური კუთხეში მივამწყვდიე და მკლავი კისერზე მივაბჯინე. ვგრძნობდი ბიჭს სუნთქვა უჭირდა, თუმცა ხელს არ ვადუნებდი.
“გაიგე ნაბიჭვარო? ბიჭების ტვალეტში აღარ დაგინახო” ვღრიალებდი ხმამაღლა, ჩემი ძმა ბიჭები კი სიცილით იატაკზე ხოხავდნენ.
მერკურის მკლავი უფრო მაგრად მივაჭირე, თუმცა სახტად დავრჩი. პედერასტი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ბიჭის მშვენიერება მეხივით დამეცა. ნუთუ ჩემზე ლამაზი სახე ჰქონდა? თოვლივით თეთრი და ნაზი კანი, დახვეწილი ნაკვთბი, მოქერაო თმა და ღრმა, ღია ცისფერი თვალები-ცრემლებით სავსე. მოჯადოვებულივით გავსხლტი უკან, მერკურიმ წონასწორობა ვერ შეიკავა და დაბლა დაეცა.
ბიჭებმა სიცილი შეწყვიტეს, მე კი ტვალეტიდან გამოვედი.
ამ დღის მერე ვერიდებოდი მერკურის. მე კაი ტიპი ვიყავი, ნამდვილი კაცი თუმცა ერთი სისუტე მაქვს-სილამაზისთვის ზიანის მიყენება არ შემიძლია. გეფიცები შემიძლია ახლად გაჩენილი საყვაელი ლეკვები ერთი ხელის მოსმით ამოვჟლიტო, მაგრამ მინდორში ამოსულ ლამაზ ყვავილს, რომ მოვკვდე ფეხს ვერ დავადგავ. მაშინ ჩემი თავი მძულდა ამის გამო, ცხოვრება ომი მეგონა, სადაც დაუნდობელი იმარჯვებდა.
მერკურიზე ბევრი არ მსმენია. მამა არ ჰყავდა, დედამისი კი დამლაგებლად მუშაობდა ერთ განაპირა მოტელში. ქალი მთელ დღეს არაფერს აკეთბდა გარადა იმისა, რომ იაფფასიან ნომრებში სპერმით გამოთხვრილ ქვეშაგებს ცვლიდა. იმ მოტელში არავინ ჩერდებოდა, მხოლოდ ბოზები აჰყავდათ და ნომრებიც რამდენიმე საათში თავისუფლდებოდა. მერკური ამ მოტელში ცხოვრობდა დედამისთან ერთად. მისის მერკური მაღალი იყო, მაგრამ რატომღაც ნაადრევად დაბერებული. მთელი დღე მუხლჩაუხრელად შრომობდა, ბიგ ბიც კი ვერ ბედავდა მისთვის ბოზობის დაწაამებას.
მის ქოულის გაკვეთილისშემდეგ ფიზკულტურა გვქონდა და ბიჭებმა კალათ-ბურთი ვითამაშეთ.
ჩემმა გუნდა წააგო.
შემდეგი ხელოვნების გაკვეთილი იყო, სადაც ჩემი ძმაბიჭები არასოდეს შემოდიოდნენ, მე კი ვიტყუებოდი დირექტორი მაკკინლი მაიძულებს იქ სიარულს და ვერ ვაცდენ-მეთქი, თუმც აგაცდენა თავად არ მიყვარდა. გაკვეთილზე მე არაფერს ვაკეთებდი, თუმცა სამოვნებით ვათვალიერებდი სხვების დახატულ პეიზაჟებსა თუ ნატურმორტებს.
ხელოვნებას მისტერ ჯონ ბაირონი გვიტარებდა. შუახნის მიმზიდველი მამაკაცი, გოგონები ჩუმად ყნოსავდნენ ხოლმე მის პალტოს და აღტაცებულები გასცქეროდნენ მასწავლებელს.
“ყველანი აქ ხართ?” იკიტხა მისტერ ბაირონმა, შემდეგ მოგვათვალიერა და თქვა “კი ბატონო, დავიწყოთ. ვინ დაწერა მცირე ესე?”
რამდენიმემ ხელი აიწია, მე რათქმაუნდა ინდიფერენტული სახით ვიჯექი.
“ოკეი, გისმენთ მისტერ მერკური” მიმართა მასწავლებელმა.
მერკურიმ გატკიცინებული რვეულის გვერდი ნაზად გადაშალა და სათაური წაიკითხა:
“როგორც თაფლი” გაუბედავად დაიწყო, ერთი-ორმა ჩაიქირქილა, მაგრამ იოზეფმა განაგრძო:
“იმ ცხელ დღეს მზე ყვავილებს აშრობდა,
მახსოვს დამშეული ფუტკრები,
რომლებიც ჩემს გულს შეესივნენ..
ის ისეთი იყო როგორც თაფლი.
როგორც უტკბესი კარამელის მდინარე.
როგორც შოკოლადის მთები.
თაფლიანი გული-ჩემს მკერდში გამოჩრილი
რომელსაც ასობით ნესტარი ესვოდა.
მე კი ვემუდარებოდი მზეს:
“აცოცხლე ყვავილები და მაცოცხლე მე”
ფუტკრებს რა დახოცავს, ან ყვავილებს მოწოვენ
ან ჩემს გულს.
მზე კი აშრობდა ყვავილებს და მისევდა დამშეულ მწერებს,
წყეულ პარაზიტებს, რომლებიც მადიანად ძიძგნიდნენ ჩემს გულს,
ის კი იყო ტკბილი,
როგორც კარამელი,
როგორც ნუგბარი
როგორც თაფლი.”
“ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ” თქვა მისტერ ბაირონმა და ტაში დაუკრა, რამდენიმე აჰყვა კიდევაც. ხმაურმა ისევ საკლასო ოთახში დამაბრუნა.
თითქოს თვალწინ წარმომიდგა ასობით ფუტკარი, რომლები მერკურის გულს ნემსივით წვრილ ნესტარს ურჭობდნენ. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, მეც ხომ ერთერთი იმ ფუტკართაგანი ვიყავი, რა უნდა მექნა. ყველაფერი მზის ბრალი იყო, მას რომ არ გაეშრო ყვავილები, მას რომ შეებრალებინა მერკურის გული…
ამინდი ყოველთვის ახდენდა გავლენას ჩემს განწყობილებაზე. მახსოვს იმ დღეს მოღრუბლული იყო, წვიმას აპირებდა. ამიტომ მეც მოთენთილი და უხასიათოდ ვიყავი. საინტერესოც არაფერი ხდებოდა. კალათბურთში დამარცხებამაც მოახდინა ზეგავლენა და საბოლოოდ საშინელ ასიათზე დამაყენა.
დღემ უაზროდ ჩაიარა, რამდენიმე გაკვეთილი ჩაგვიტარდა. ლანჩზე ქვასავით მაგარი სტეიკი გვაჭამეს. ბოლოს ჩემი და ჩავსვი ავტობუსში და დავაბარე მშობლებთან რამდენიმე საათში დავბრუნდები-მეთქი.
ყოველდღე გაკვეთილების შემდეგ მე და ჩემი ძმაბიჭები ქუჩაში დავბორიალობდით, აბა სახლში რა უნდა გვეკეთებინა? არც ვმეცადინეობდით და არც ფილმების ყურება გვიყვარდა რომელიმეს.
ტრადიციულად ჯეის ბართან გავჩერდით. ჯეის ბარი წმინდა პეტრეს ქუჩის მოპირდაპირე ჩიხში მდებარეობდა და აქეთ თითქმის არავინ დადიოდა. მხოლოდ რამდენიმე გოგო თუ ჩაივლიდა, განაპირა ქუჩაზე , საბალეტო სკოლისკენ, ჩვენ იმ წუთასვე მაწანწალა ძაღლებივით ავეკიდებოდით და ათას სისაძგლეს ვთავაზობდით. შემდეგ ერთმანეთს ხუთიანებს ვაძლევდით და ისევ ჯეის ბართან ვბრუნდებოდით.
“ერთი ამას შეხედეთ” ირონიულად მიგვანიშნა ქუინზიმ ჩიხისკენ საიდანაც დამფრთხალი მერკური მოდიოდა. ხელში ძველი მტვერსასრუტი ეჭირა, ალბათ შესაკეთებლად მიჰქონდა ბარის მეპატრონესთან, ამბობდნენ ჯეის ოქროს ხელები აქვსო, თანაც მერკურის თითქმის ბიძდაც ეკუთვნოდა.
ჩვენ მერკურისკენ დავიძარით და ალყა შემოვარტყით. ის ხაფანგში იყო.
ვგრძნობდი რომ ამის გაკეთბა არ მინდოდა,
რომ დამღალა ყოველიე ამან.
რომ მე შემეძლო აღვმატებოდი.
“ამას ხედავ ნაბიჭვარო?” ქუინზიმ მკლავი აიწია და კანში მკაფიოდ ჩახატული ტატუ დაანახვა მერკურის “იცი ეს ვინ არის? ეს ქრისტეა ცოდვილო ნაბოზვარო. იმან სიცოცხლე გაწირა შენნაირი ნაბიჭვრებისთვის. იმან კაცად გაგაჩინა შენ კიდევ მწოველი ხარ. ქალი გინდა იყო? ღმერთის ნებას გინდა წინ აღუდგე ნაბიჭვარო?” ქუინზიმ მოქარგულ პერანგში ხელი ჩაავლო მერკურის და ჩიხში შეათრია.
ჩვენ უკან გავყევით.
“ახლა კი დაგენძრა ნაბიჭვარო” გახალისდა ბიგ ბი.
“ბიჭებო, მე მხოლოდ მტვერსასრუტის მიტანა მინდოდა ჯეისთან..” დაიწყო მერკურიმ.
“ქალბატონს ლაპარაკიც შესძლებია, ხედავ ბლექი?” ახვირხვირდა ქუინზი.
“ჰო ქუინზ, რაღაც ენა ამოიდგა” ვალში არ დარჩა ბლექი.
მტვერსასრუტი გააგდებინეს და ხელი კრეს, ისე ათამაშებდნენ, თითქოს ადამიანი კი არა ბურთი ყოფილიყო. ერთმანეთს უგდბნენ და კმაყოფილებისგან სიცილს ვერ იკავებდნენ.
ბოლოს მერკური მე მომაგდეს.
“დაარტყი გრეი”
“მიდი ბიჭო”
სიჩუმე.
“არა” ჩუმად ვთქვი.
“დაარტყი შენ ნაბიჭვარო”
“არა” გავიმეორე.
“მოიცა, შენ მართლა მოგწონს ეს პატარძალი? ბიჭებო მგონი მეც მოწონს ქალბატონი მერკური” ბიგ ბიმ დანარჩენებს გადახედა კმაყოფილი სახით “მის მერკური, პატივი დამდეთ და ერთი წაიკუზეთ თუ შეიძლება”
იოზეფს ფითქინა სახეზე სისხლი მოაწვა. ბიგ ბიმ ქამარი შეიხსნა და მიუხლოვდა.
“ვერ გაიგე? წაიკუზე-მეთქი” სერიოზული ხმით უთხრა ბიგ ბიმ.
“გამოშტერდი შე ნაბიჭვარო?” ვუყვირე მე.
“სახეს გაგიერთიანებ ბოზის გაგდებულო” მითხრა ბიგ ბიმ და ისევ მერკურისკენ გაიწია.
“ბიგ ბი, დაფიქრდი რას აკეთბ” გაოგნებული სახით უთხრა ქუინზიმ, ვირთხის სახე ერთიანად გაშეშებოდა.
თეთრტრაკა ძმები კი ცოფიანი ძაღლებივით ყმუოდნენ სიცილისგან.
კოკისპირულმა წვიმამ ერთბაშად დასცხო.
მერკურიმ გაქცევა სცადა, თუმცა ბიგ ბიმ ბეჭებში ხელი ჩაავლო და ძირს დაანარცხა. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, რომ თავი უცბად სიზმარში-უფრო სწორედ კოშმარში წარმოვიდინე: დავარდნილი მერკური ძმებმა გააკავეს, ბიგ ბიმ კი შარვალი ერთი ხელის მოქნევით ჩახადა მერკურის და ზედ გადაემხო.
ზიზღი და სიბრაზე-მხოლოდ ეს ორი გრძნობა გამეჩხირა კისერში.
ვეღარაფერს ვხედადი, მხოლოდ ის მახსოვს, რომ გემატებით ვურტყამდი სახეში წიხლებს მერკურიზე გადაგებულ ბიგ ბის. შემდეგ ძმებმა მერკური გაუშვეს და მე შემაკავეს. ახლა ბიგ ბი მირტყავდა მუცელში თავის მსხვილ ტორებს.
გაოგნებული ქუინზი გაშეშებული იდგა.
მერკურიმ იმის ნაცვლად, რომ გაქცეულიყო გაფუჭებული მტვერსასრუტი აიღო და ბიგ ბის თავში ჩარტყმა დაუპირა-თუმცა ააცილა. ყველა ორგანო საშინლად მტკიოდა შიგნიდან . ტალახში ვცურავდი და ცხვირში წვიმის წვეთები ჩამდიოდა. სანამ გონებას დავკარგავდი ისღა დავინახე როგორ დაახეთქა ბიგ ბიმ იოზეფი ძირს, მერკურიმ თავი ნახევრად აშენებულ ბეტონის კედელს ჩამოარტყა და სისხლის შდრეანმაც არ დააყოვნა…
* * *
როცა გამეღვიძა საავდამყოფოში ვიყავი, ოთხივე მხრიდან სქელი ფარდა ჩამოეფარებინათ და დედაჩემი აცრემლებული მეფერებოდა ხელზე.
“ნუ ღელავთ ქალბატონო გრეი, ბიჭს მხოლოდ ნეკნი აქვს გაბზარული, რამდენიმე დღეში გავწერთ, საშიშიც არაფერია” აწყნარებდა მედდა.
“როგორ ხარ პატარა?” მკითხა დედამ.
“იოზეფი როგორაა” წამოვიწიე.
“იოზეფს სძინავს” თქვა მედდამ და ჩემს მარცხნივ ფარდა გადასწია.
საწოლში მერკური იწვა, ერთიანად გათეთრებული. მთელს თავისქალაზე ბინტი წაეკრათ და საცოდავად გაეხვიათ საბანში.
“კარგად იქნება?” ვიკითხე.
“დილით ადრე ოპერაციას გაუკეთებენ, თავი დაარტყა. გადარჩება, ნუ გეშინია” მითხრა დედამ.
“მისის გრეი, ბიჭს დასვენება სჭირდება. თქვენც გმოიძინეთ და ხვალ დაბრუნდით” მედდამ დედაჩემს მზრუველად მოუთათუნა ხელი.
დედაჩემმა შუბლზე მაკოცა, თუ რამე დაგჭირდა დამირეკეო ყურში ჩამჩურჩულა და სქელი ფარდის უკან გაუჩინარდა.
მალე მე და მერკური მარტონი დავრჩით. მას ეძინა. არ ვიცოდი რა მეკეთებინა, ტუმბოზე ჟურნალი შევნიშნე, მაგრამ გამახსენდა, რომ გამართულად კითხვა არ შემეძლო. ვერც ტელევუზორს ჩავრთავდი, იოზეფს გაეღვიძებოდა. იქნებ გამეღვიძებინა კიდევაც?
შიშმა შემიპყრო.
რა უნდა მეთქვა როცა გაიღვიძებდა? თვალებში როგორ უნდა შემეხედა? მე ხომ იმდენი ცუდი გავუკეთე.
ყოველ წუთს გული მიკანკალებდა, ახლა გაიღვიძებს და ყველაფრისთვის პასუხს მომთხოვს-მეთქი.
მერკურიმ თვალები შუაღამისას გაახილა. მე კი იმწამსვე დავხუჭე და გავინაბე.
“დაგინახე..თავის მოკატუნებას აზრი არ აქვს” მისუსტებული ხმით მითხრა მერკურიმ.
ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ რა უნდა მექნა? თვალები გავახილე.
“როგორ ხარ მერკური?”
“უკეთესადაც ვყოფილვარ..შენ როგორ ხარ?” მკითხა.
“ნორმალურად, ამბობენ, რომ ნეკნი მაქვს გაბზარული” ვუპასუხე მე.
“მადლობელი ვარ..რომ გამომესარჩლე” თვალები ძირს დახარა.
“სხვანაირად არ შემეძლო, ნებისმიერთან ასე მოვიქცეოდი” სხაპასხუპით გავუმეორე.
ცოტახანს ხმა აღარ ამოგვიღია. გარეთ წვიმდა და მსხვილი წვეთები ხმაურით ეხათქუნებოდნენ მინას.
“დილით ოპერაციას გამიკთებენ” თქვა მერკურიმ.
“ვიცი” თვალებში ჩავხედე “ნუ გეშინია შენთვის ვილოცებ. უფალი გადაგარჩენს”
არ მიპასუხა, მხოლოდ ჩაეღიმა.
“რა გაცინებს?” ცოტა გავღიზიანდი.
“მართლა გგონია, რომ არებობს მასეთი?” ჩუმად მკითხა.
“რას ნიშნავს მასეთი?” გავუმეორე.
“აი ის, ღმერთი” გაუბედავად მითხრა. “გინახავს?”
“მინახავს? კი, სურათებზე მინახავს. კიდევ ქუინზის ტატუზე” ჩავფიქრდი “მისი ბრმად უნდა გწამდეს”
“მწამდა” თქვა იოზეფმა “დედაჩემი იუდეველია, მამა კათოლიკე იყო. მეც კათოლიკე ვიყავი..”
“კი, მაგრამ შენ ხომ ჯერ არ მომკვდარხარ, რას ნიშნავს იყავი?” დავიბენი.
“სანამ მამა ცოცხალი იყო, ყოველ კვირა დილით ცენტრში მივყავდი. იქ პატარა ეკლესიაში წირვას ვესწრებოდით, შემდეგ კი სანთლებს ვანთებდით. მამა მეუბნებოდა ქრისტეს უყვარხარო და თითით ძელზე გაკრული კაცისკენ მიმანიშნებდა” თქვა მერკურიმ “შემდეგ გავიგეთ, რომ მამა მალე მოკვდებოდა. სანამ სულს დალევდა, ერთი დღით ადრე კვლავ მიმანიშნა ქრისტეზე და მითხრა, რომ იმ წუთიდან მოყოლებული სწორედ იესო იქნებოდა მამაჩემი. რომ ქრისტე დამიცავდა მამას ნაცვლად და რომ მასთან სალაპარაკოდ მხოლოდ ლოცვა იყო საჭირო.
მამა მოკვდა.
მან ქრისტეს იმედად დამტოვა. დაობლების შემდეგ ბავშვებმა ჩაგვრა დამიწყეს, მე კი ყოველდღ ვლოცულობდი, ვეხვეწებოდი ჩემს ახალ მამას დამიცავი-მეთქი.
არაფერი იცვლებოდა.
შემდეგ კიდევ უფრო მხურვალედ ვლოცულობდი, მაგრამ არავინ მისმენდა, იცი რატომ?”
მე თავი გავაქნიე.
“იმიტომ, რომ არც არავინ მსგავსი არ არსებობს. რომც არსებობდეს მას ჩემნაირები არ უყვარს!” გესლიანი ხმით დაასრულა მერკურიმ.
“ტყუილია, ის არსებობს” გავჯიუტდი მე “რას გულისხმობ, შენნაირებში? მართლა ცოდვილი ხარ?”
დუმდა.
“მითხარი მერკური, ვფიცავ არავის ვეტყვი. ცოდვილი ხარ?” არ ვეშვებოდი“მართლა არავის ვეტყვი”
მერკური ხმას ვერ იღებდა. ბოლოს თავი დამიქნია.
“როდის მიხვდი?” ჩავეძიე მე.
“ცამეტის, რომ გავხდი”
“ახლა რამდენის ხარ?” ვკითხე.
“ახლა თოთხმეტის” ჩუმად მიპასუხა.
“მეც თოთხმეტის ვარ”
“ვიცი” დაიჩურჩულა “მისმინე, მართლა არავის ეტყვი?”
“არა, ხომ შეგპირდი. მაგრამ ცუდია ღმერთის, რომ არ გწამს”
“მე ღმერთს არ ვუყვარვარ. მე ავად ვარ. მან გამაჩინა ცოდვილად და ავადმყოფად. ვცდილობ განვიკურნო, მაგრამ არ გამომდის. ღმერთს არ ესმის ჩემი, ღმერთს არ ვუყვარვარ”
არ ვიცოდი რა მეპასუხა. ის ცოდვილი იყო, პედერასტი. მისნაირები ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვებოდნენ.
“ღმერთს ყველა უყვარს მერკური” ვუპასუხე “სანამ შენ საოპერაციოდ გაგიყვანენ, მე შენთვის ვილოცებ..”
* * *
როცა გავიღვიძე იოზეფი უკვე საოპერაციოდ გაეყვანათ. მე მხურვალედ ვლოცუყლობდი მთელი საათის განმავლობაში.
საათის ბოლოს იოზეფ რაფაელ მერკური მოკვდა.
* * *
“დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ?” დედამ მანქანის უკანა სავარძელზე გადმომხედა.
მე უსიტყვოდ დავუქნიე თავი და ავტომობილიდან გამოვედი.
გაკვეთილი დაწყებული იყო.
დერეფანში მივაბიჯებდი და ზუსტად ვიცოდი, რომ კარს გავაღბდი თუ არა თხუთმეტიოდე თავი და ოცდაათი თვალი ჩამაშტერდებოდა. საკლასო ოთახთან ცოტახანს შევიცადე, ღრმად ჩავისუნთქე და ბოლოს შევედი.
სიჩუმე.
ყველა მე მიყურებდა, მე კი მდუმარედ ვიდექი.
“გვიხარია, რომ დაბრუნდით მისტერ გრეი” თბილად მითხრა მის ქოულმა “გთხოვთ თქვენი ადგილი დაიკავოთ”
ფანჯარასთან მივედი და მერკურის ადგილს გვერდით მივუჯექი.
ხმა არავის ამოუღია.
დღემ ისე ჩაიარა, რომ არაფრისთვის მომისმენია. ძმები და ბიგ ბი სხვა სკოლაში გადაიყვანეს. დანაშაული უბედურ შემთხვევად ჩათვალეს. ქუინზი კი ბოლოში იჯდა საცოდავად მოკუნტული.
ხმას არ ვიღბდი.
შესვენებებზე აღარ გავდიოდი.
მხოლოდ საავადმყოფოდან წამოღებულ ჟურნალს ჩავკირკიტებდი და ვცდილობდი ასოები ერთმანეთისგან გამერჩია.
სკოლა უფრო და უფრო მოსაბეზრებელი ხდებოდა, თუმცა გაკვეთილებს არ ვაცდენდი. იქ ხმას არავინ მცემდა, თითქოს მერკური კი არა, მე ვყოფილიყავი მკვდარი. მასწავლებლებიც კი არაფერს მეუბნებოდნენ. ჩემთვის ვიჯექი, ჩუმად.
ფიზკულტურაზე აღარასდოს ჩავსულვარ.
მალე ყველამ დამივიწყა და ცხოვრებაც ჩვეულებრივ რიტმში ჩადგა.
ბიჭები გოგონებს ლიფებს უწელავდნენ.
მასწავლებლები დისციპლინას მოითხოვდნენ.
ყველამ დაივიწყა მერკური.
ყველამ დამივიწყა მე.
* * *
მე კი რაღაც მტანჯადა. ვერ ვიძინებდი, ვერ ვჭამდი. მუდმივად ერთი საშინელი კითხვა მიტრიალებდა თავში: “სად იყო მერკური?”
ერთ დღეს მისტერ ბაირონმა ფსალმუნების წაკითხვა დაგვავალა.
“ფსალმუნები დავით წინასწარმეტყველმა დაწერა” აგვიხსნა მისტერ ბაირონმა “უფალი მფარველობდა დავითს, როცა..”
“სისულელეა” წამოვიძახე და ფეხზე ავდექი.
მისტერ ბაირონი დაიბნა “ბატონო?”
“არავითარი ღმერთი არაარსებობს”
ოცდაათი თვალი მე მომაჩერდა. ხმას ვერავინ იღბდა, თვით ქუინზიც კი.
უცნაური გრძნობა იყო იყო მათთვის, ნუთუ მე ცოცხალი ვიყავი? ნუთუ მხოლოდ მერკური მოკვდა? ჩემი არსებობა ყველას დაევიწყებინა-იმ წუთას კი მე იქ ვიდექი და მრისხანებით შევყურებდი ჩემს განტევების ვაცს, მისტერ ბაირონს.
“ვინ მოგახსენათ?” კითხა მასწავლებელმა.
“ვიცი” ვუპასუხე მე “გახსოვთ იოზეფ მერკური? უფალმა მოკლა იოზეფ მერკური. უფალმა არ დაიფარა იგი”
კლასში სიჩუმე ჩამოვარდა.
“ვინმე პასუხს გამცემს?”
კვლავ სიჩუმე.
“მერკური ცოდვილი იყო, უფალმა ის დასაჯა. ქრისტემ ის ცოდვების გამო მოკლა” წამოიძახა ქუინზიმ.
“ქრისტემ კი არა ის თქვენ და თქვენმა მეგობრებმა მოკალით მისტერ ქუინზი” წამოიძახა მისტერ ბაირონმა. შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა.
“მე არაფერ გამიკეთბია” წამოიძახა ქუინზიმ.
“სწორედაც, არაფერი გაგიკეთებიათ მის გადასარჩენად. უმოქმედობა ზოგჯერ იმაზე მეტს ნიშნავს ვიდრე რაიმეს ჩადენა.” მწყობრიდან გამოვიდა მასწავლებელი “უფალი ჩვენს ცხოვრებაში არ ერევა, თუ ის მარიონეტებად გვაქცევს, რაღა აზრი ექნება ჩვენს ცხოვრებას. სიცოხლე დაწერილი სცენარი არ არის მისტერ გრეი, ჩვენ თავად ვქსოვთ საკუთარ ბედისწერას. იოზეფ რაფაელ მერკური ცოდვილი არ ყოფილა, მას ცუდი არაფერი ჩაუდენია. არც ავადმყოფი იყო, უბრალოდ სამყაროა მრავალფეროვანი. არსებობენ თეთრკანიანი და შავკანიანი, ევროპული და მონღოლოიდური რასის, ქერა და შავგვრემანი, ჰომო და ჰეტერო სექსუალი ადამიანები. უფალს ყველა უყვარს”
საოცარი შვება ვიგრძენი.
ღმერთს მერკური უყვარდა, უყვარდა ისეთი როგორიც იყო. იოზეფი ახლა ჯოჯოხეთში არ იხრუკებოდა. ის ქრისტესთან იყო, ის მამამისთან იყო.
“მისტერ ბაირონ, შეიძლება რაღაც წავიკიტხო?” ვიკითხე “თხზულებაა”
მასწავლებელმა უხმოდ დამიქნია თავი, მე კი ჩემთვის ჩვეული ომახიანი ხმით გავაგრძელე:
როგორც თაფლი
“იმ ცხელ დღეს მზე ყვავილებს აშრობდა,
მახსოვს დამშეული ფუტკრები,
რომლებიც ჩემს გულს შეესივნენ..
ის ისეთი იყო როგორც თაფლი.
როგორც უტკბესი კარამელის მდინარე.
როგორც შოკოლადის მთები.
თაფლიანი გული-ჩემს მკერდში გამოჩრილი
რომელსაც ასობით ნესტარი ესვოდა.
მე კი ვემუდარებოდი მზეს:
“აცოცხლე ყვავილები და მაცოცხლე მე”
ფუტკრებს რა დახოცავს, ან ყვავილებს მოწოვენ
ან ჩემს გულს.
მზე კი აშრობდა ყვავილებს და მისევდა დამშეულ მწერებს,
წყეულ პარაზიტებს, რომლებიც მადიანად ძიძგნიდნენ ჩემს გულს,
ის კი იყო ტკბილი,
როგორც კარამელი,
როგორც ნუგბარი
როგორც თაფლი.”
გიორგი ოხანაშვილი 2010წელი





ძალიან მომეწონა )
Dzalian momecona. Emociurad imdenad imokmeda chemze, rom cremlic ki gadmomvarda rac ar unda gasakviri ikos bevristvis
kargi iko. sasiamovno usiamovno istoria iko… Kochag
ვაიმე ბარემ “თამაში ჭვავის ყანაში” დაგეკოპირებინა და შიგადაშიგ სხვა ნაწარმოებებიდანაც ცაგერთო
) არ გეწყინოს უბრალოდ გაკრიტიკებ
ეხლა უფრო მიხარია რომ შევრიგდით და ისევ მეგობრობთ. ძალიან კარგია, რომ შევრიგდით და ისევ ვმეგობრობთ
dzalian dzalian momecona. martla rom kargi iko.
gio gio gio gio gio kochag
danarchens mere getyvi, roca gnaxav :*:*
ხომ ხვდები რა მაგარ თემებს შეეხე , სკოლაში ძალადობაზე, ჰომოფობიაზე მგონი საერთოდ არაფერი არ დაწერილა ქართულ რეალობაში . არა და ეს რეალური პრობლემაა, პირადად მეც რამდენიმე მსგავსი ისტორია ვიცი , ერთი ტრაგიკულიც . მით უფრო ასეთი ფორმით არავინ შეხებია ამ თემას . გილოცავ და წარმატეებს ვუსურვებ ამ მოთხრობას ვეჭვობ საკმაოდ კარგი გამოხმაურბა უნდა მოყვეს.
wow, magaria.kai xania tanamedroveobis motxroba ase ar momwonebia… gilocav winaswar
)))))
წავიკითხავ ეხლავე
…. მიხარის შენი დაბრუნება….
ყველას გიხდით მადლობას :** მიხარია თუ მოგეწონათ.
)
პ.ს. თამაში ჭვავის ყანაშის საერთოდ არ გავს, სხვა შინაარსი და სიუჟეტია აბსოლუტურად
siuJetsa da shinaarsze arc mitqvams, tumca albat shen kete ici, me ubralod mkitxvelis shtabechdileba gitxari. stili titkmis igivea. dasawyisi xom saertod dakopirebuls gavs.
100 weli ar hgavs tamashi chvavis yanashi-s da nu provokatorobt tu sheizleba. gamotqva axla azri bichma, aqaoda wamikitxavs selinjerio:S
Tatunia
)
+1
gio
თამაში ჭვავის ყანაში მეც მაქვს წაკითხული, თან სამჯერ და თუ რამეთი ამსგავსებ ჩემთვის მხოლოდ კომპლიმენტია. მაგრამ მე პირადად ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ.
ამ ნაწარმოების მირს “გრეი”-ს სახელიც დორიან გრეიდან მოდის, ძლიან სიმპათიური, მულატი ბიჭია. ღარიბულ უბანში ცხოვრობს ჰოლდენი ნიუ იორკელია, ჩვეულებრივი გარეგნობის თეთრკანიანი. სიუჯეტი აქ სკოლასა და საავადმყოფოში მიმდინარეობს, ჰოლდენთან კი მოგზაურობაა. ამ მოთხრობის თემა უსამართლობა, ჰომოფობია, ოჯახური პრობლემების ბავშვის ფსიქოლგიურ მდგომარეობაზე ასახვა და სიმართლისათვის ბრძოლის იდეაა. ჰოლდენთან კი სულ სხვა იდეა დევს. ჰოლდენს მეგობრები არ ყავს, გრეის კი…მოკლედ მე არ ვიცი, შენი იდეა მიღებულია თუმცა ვერ დავეთანხმები
თათუნია პროვოკატორი ბებიაშენია საყვარელო
)
)
გიო მეოტხეჯერაც წაიკიტხე იქნებ საერთო იპოვო რამე
ძალიან მომეწონა.. იმედია ყურადღებას მიაქცევ და ესე არ დატოვებ
მიხარია თუ მოგეწონა მათე :*
excellent:)
momewona!!!
awesome! <3
vaime seriozulia sagol gio sagol ai gaocebuli davrchi… zalian momewona,sworad midixar! mase gaagrzele :******
thnx guys, I really am glad you like it <3
bebiachemi ra shuashi iyo saertod?:O an ase ratom gamwardit?:) aa, mivxvdi…tetrtrakashi sakutari tavi amoicanit albat da cdilobt raghacnairad “ukbinot” avtors….
MIBADZVA! Fuck!
დედას ფენიქსში გადასავლა რო თვაილაითიდან აიღე აღიარე
vax
)
nice <3
შეკითხვა ავტორს: შენ თვითონ გწამს ღმერთის არსებობის?! )))) თუ გინდა აქ ნუ მიპასუხებ )))))
ძალიან მაგარი მოთხრობა იყოო.. აი ინტრიგული და საინტერესო.. მოთხრობა რომელსაც ცდილობ დაამთავრო და გკლავს სურვილი გაიგო რაც შეიძლება მალე დასასრული.. (პ.ს მე ეგეთი გრძნობა გამიჩნდა)
აღმოჩნდა,რომ ძალიან გვიან წავიკითხე ეს მოთხრობა… რაც შეეხება სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში” საერთო არაფერი არ აქვს.სულ სხვა თემა და პრობლემებია… : ))) მომეწონა ძალიან… : )))